Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვაშაძე: I კლასიდანვე დაიწყოს პროგრამირების ენის, ჰინდის, იაპონურის, ჩინურის, არაბულის სწავლება

09 ოქტომბერი, 2018 18:49

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გორში, ამომრჩეველთან შეხვედრისას განათლების მიმართულებით მისი პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, მეტი თანხა ჩაიდოს განათლებაში, ჯანდაცვასა და თავდაცვაში, რადგან მისი თქმით, ეს არის ქვეყნის გადარჩენის გარანტი.

„ერთად გავაკეთოთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტები და სკოლები იყოს ავტონომიურები და მარტო ჰქონდეთ ორიენტირი იმისა, რითი უნდა მიიყვანონ მოსწავლე ეროვნულ გამოცდებამდე. გამოვიმუშაოთ შეფასების ისეთი კრიტერიუმები, რომელიც  საშუალებას მისცემს მშობელს თავისი შვილი და ვაუჩერი მიიტანოს იმ სკოლაში რომელიც ლიდერი იქნება.

დაველაპარაკოთ ჩვენი მოკავშირეების საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოებს, რომ ჩვენთან სკოლებში პირველივე კლასიდან დაიწყოს სწავლება ჩვენთვის იშვიათი აღმოსავლური ენების, როგორიც არის იაპონური, ჩინური, ჰინდი, არაბული, რაც ბავშვისთვის სამუდამო დასაქმების გარანტია იქნება.

დავაწყებინოთ ბავშვს აუცილებლად პირველივე კლასიდან ყველაზე უნივერსსალური ენის შესწავლა - პროგრამირება, რომელიც ინტერნეტის, კომპიუტერის საფუძველია. ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ 21-ე საუკუნეში, ქართველი დარჩება მაჩანჩალად, ჩვენ არ გავუჩენივართ ღმერთს იმისათვის რომ ვიყოთ მაჩანჩალები“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^