ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის, თორნიკე გვაზავას განცხადებით, ხვალიდან ბორჯომის ტყის ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენა იწყება.
„ბორჯომის ტყესთან დაკავშირებით, მოსამზადებელი სამუშაოები 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად შეიქმნა კომპეტენტური კომისია, სადაც მეტყევეების გარდა, შედიოდნენ ნიადაგმცოდნეები, გეოლოგები, არასამთავრობოები და ა.შ. სპეციალური კომპეტენტური დასკვნის შემდეგ დავიწყეთ გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც დავამთავრეთ რადენიმე დღის წინ და ხვალიდან ვიწყებთ ნახანძრალ ტერიტორიაზე დარგვას.
მოხდა პროექტის შედგენა და პროექტის მიხედვით წელს, შემოდგომის სეზონზე 144 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ძირითადად ფიჭვის სახეობა - კავკასიური ფიჭვი იქნება დარგული. პირველ ეტაპზე 250 ჰექტარი იქნება აღდგენილი შემოდგომა-გაზაფხულზე. რაც შეეხება თანხებს, ძირითადი თანხა, რომელიც ნერგზე უნდა წასულიყო, ჩვენი სანერგეები გვაქვს მოწყობილი და ის ნერგები იქნება გადატანილი, ამიტომ, ბიუჯეტით რაც იყო განაზღვრული, იმაზე ნაკლები დაიხარჯება. პირველ ეტაპზე დაახლოებით 200 000 ლარი იყო განსაზღვრული", - უთხრა ჟურნლისტებს თორნიკე გვაზავამ.