ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, „კურიერის“ ჟურნალისტ ეკა გაგუას და ოპერატორ ლევან კალანდიას სცემეს.
„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები გაუსწორდნენ.
„„კურიერი“ რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა. ვიდეომასალის გადაღების დროს კი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა „კურიერის“ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს, რამდენიმე საათის განმავლობაში ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ჩაკეტილი.
ამ წუთებში ჟურნალისტი და ოპერატორი ხაშურის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან." - ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 154-ე მუხლით დაიწყო, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.