Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში, გადაკვალიფიცირდება“ - პროკურატურა საფაროვის საქმეზე

11 ოქტომბერი, 2018 13:23

პროკურატურაში ამბობენ, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში გადაკვალიფიცირდება. 

დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრში ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე პრესკონფერენცია გამართეს. 

ცენტრში მიიჩნევენ, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაწყებული  გამოძიება მიმდინარეობს არასწორი კვალიფიკაციით,  კერძოდ, ვიტალი საფაროვის მკვლელობა არის ჩადენილი ჯგუფურად, ხულიგნური ქვენა გრძნობით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.

ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან. მათ შორის ერთ-ერთს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას (დამამძიმებელი გარემოებების გარეშე), ხოლო მეორე დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს, ამავე კოდექსის, 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულები ე.წ. ნეონაცისტური ჯგუფის წევრები არიან - HRIDC

ვიტალი საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობის და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. იგი, მრავალი წლის მანძილზე აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

----------------------------

ვიტალი საფაროვი თბილიში 24 სექტემბერს მოკლეს. გამოძიება 108-ე მუხლით  დაიწყო (განზრახ მკვლელობა) რაც 7-15 წლამდე მდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

შს სამინისტრომ 25 წლის ვატო საფაროვის მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი 1 ოქტომბერს დააკავა.

განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის  შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი - 1998 წელს დაბადებული ა.კ. და 1995  წელს დაბადებული გ.ს. ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^