გუშინ ტელეკომპონია იმედის თანამშრომელმა, თამარ ჩიხლაძემ, სოციალურ ქსელში თავის გვერდზე ტელეკომპანიიდან წამოსვლის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.
„ლიბერალი" დაუკავშირდა ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილ თანამშრომელს და გადაწყვეტილების მიზეზი ჰკითხა. მისი თქმით, მიზეზი სარედაქციო პოლიტიკაა. დეტალებზე საუბრისგან თამარ ჩიხლაძე თავს იკავებს.
„მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. მიზეზი არხის სარედაქციო პოლიტიკაა, რომელსაც აღარ ვეთანხმებოდი. ვერ იქნები ეთერში იმ პოზიციის სახე, რომელსაც არ ეთანხმები." განუცხადა „ლიბერალს" თამარ ჩიხლაძემ.