სიღნაღის ისტორიული გალავნის ნაწილის დამახინჯებისთვის სიღნაღის მერია და სამუშაოების მწარმოებელი კომპანია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დააჯარიმა. მერიას 12 000 ლარის გადახდა მოუწევს. იმავე რაოდენობის ჯარიმას გაიდაიხდის სამშენებლო კომპანიაც.
ინფორმაცია „ლიბერალს" კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში დაუდასტურეს.
სიღნაღის მერია და კომპანია „ინსტალ პლუსი“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდნენ. აღნიშნული მუხლი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე სამუშაოების წარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესების, შესაბამისი პროექტის ან სხვა სანებართვო პირობების დარღვევას გულისხმობს.
„ხოლო კომპანია დაჯარიმდა, რადგან მათ შემუშავებულ პროექტზე ჰქონდათ გადაცდომები, მათ მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა მოიცვეს კიდევ სხვა სეგმენტები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადური წყობისა. სიღნაღის მუნიციპალიტეტს განვუსაზღვრეთ ექვსთვიანი ვადა, იმისთვის, რომ შეიმუშაონ ხელახლა საპროექტო დოკუმენტაცია, რათა მიყენებული ზიანი იყოს დროულად აღმოფრილი. ეს პროექტი უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან და საბჭოსთან, რაც შემდეგ ჩვენივე ზედამხედველობის ქვეშ უნდა განხორციელდეს“, -განუცხადეს სააგენტოდან „ლიბერალს“.