
წარდგენა იმდენად მასშტაბურია, რომ მთელი გერმანია ქართულ ლიტერატურაზე საუბრობს. - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას მწერალი დათო ტურაშვილი.
მწერალი გახარებულია, რომ „თითქმის ყველაფრის წარდგენა მოხერხდა, რითიც ვამაყობთ და რაც მნიშვნელოვანია ქართულ ლიტერატურის ისტორიაში, დაწყებული მეხუთე საუკუნიდან".
მისი თქნით, მთავარი ისაა, რომ „ეს არ არის ამბავი, რომელიც მთავრდება, პირიქით, ახლა იწყება. არ უნდა დავკარგოთ ის ინტერესი, რომელიც გერმანიაში, ევროპაში და მთლიანად მსოფლიოში გაჩნდა ქართული ლიტერატურისადმი".
„იმედია, ამ შესაძლებლობას კარგად გამოვიყენებთ, რომ დავიპყროთ მთელი მსოფლიო ქართული წიგნებით". - ამბობს ტურაშვილი.