
„რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, უხდება თუ არა თბილისს „პანორამა“, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ არ უხდება.
გადაცემა P.S-ში დასმულ შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილის გიგანტური ხეებით გატაცებაზე, პრეზიდენტობის კანდიდატი პასუხობს:
ხეებზე არანაირი პრობლემა არ მაქვს. ხეებით, სხვათა შორის, ნიკო ნიკოლაძეც იყო გატაცებული და ჩამოჰქონდა ევროპიდან... მე ყველაფერზე არ დავიცავ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ხეებზე დავიცავ ბოლომდე. ჩემი გურული ახლობლები მეკითხებოდნენ, ხომ არ იცნობთ ბიძინას, რომ მივყიდო ხეო. -განაცხადა ზურაბიშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში.