Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თუ ყველას გადახაზავ, ბიულეტენი ბათილად მიიჩნევა

16 ოქტომბერი, 2018 13:40

თუ არც ერთი კანდიდატი არ მოგწონთ, მაგრამ გსურთ, რომ თქვენი ხმა არ დაიკარგოს - „არჩევნებზე მივალ და ყველას გადავხაზავ“ გამოსავალი არ არის. ამით მხოლოდ ბათილი ბიულეტენების რაოდენობის გაზრდას შეუწყობთ ხელს.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ „ლიბერალს“ განუმარტა, კანდიდატების მიერ მიღებული ხმები გამოითვლება არა არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობიდან, არამედ ნამდვილი ხმების რაოდენობიდან. ნამდვილ ხმებში არ შედის ბათილი ბიულეტენები [მათ შორის, ის ბიულეტენები, რომელშიც ყველა კანდიდატი გადახაზულია].

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 69-ე მუხლში დეტალურად არის განსაზღვრული, როდის არის ბიულეტენი ბათილი, მათ შორის არის ასეთი ჩანაწერი: „შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა“.

ანა მიქელაძის თქმით, თუ ბიულეტენში ყველა კანდიდატი იქნება გადახაზული, შეუძლებელი იქნება იმის დადგენა, ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა და, შესაბამისად, ბიულეტენი იქნება ბათილი.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების შედეგების შეჯამებისას, შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება: არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა; ბათილად მიჩნეულ ბიულეტენთა რაოდენობა; თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემული ხმების რაოდენობა და არჩეული პირის ან პირების ვინაობა.

საარჩევნო კოდექსის 104-ე მუხლის (არჩევნების შედეგების შეჯამება) თანახმად,

არჩეულად მიიჩნევა საქართველოს პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში 25 კანდიდატი მონაწილეობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^