Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვლევა: გამოკითხული ექიმების 26%-ის თქმით, კოლეგის მხრიდან ლგბტ პირების დისკრიმინაციას შესწრებია

16 ოქტომბერი, 2018 14:16

ECOM-ის (მამაკაცთა ჯანდაცვის ევრაზიული კოალიცია) 2018 წლის კვლევის თანახმად, გამოკითხული სოცმუშაკების 44%, ხოლო ექიმების 26% ამბობს, რომ კოლეგების მხრიდან ლგბტ პირების დისკრიმინაციას შესწრებია. 

კვლევის ფარგლებში სულ გამოიკითხა 129 რესპონდენტი, რომელთაგან 70 ექიმი, ხოლო 59 სოციალური მუშაკია. ორივე ჯგუფში უმეტესობას ქალები წარმოადგენენ. ამასთან, ექიმები, სოცმუშაკებთან შედარებით, ასაკით უფროსები არიან უფრო დიდი სამუშაო გამოცდილება აქვთ. რესპონდენტთა უმეტესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. 

კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 90%-ს ჰომოსექსუალობის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს და ამბობს, რომ ორიენტაციის გამო ადამიანები არც უნდა ისჯებოდნენ და არც ამაყობდნენ ამით. 

ამ აზრს სოციალურ მუშაკთა 93% და სოცმუშაკთა 87% იზიარებს. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჰომოსექსუალობა საზოგადოებაში მიღებული უნდა იყოს, 67%-დან (ექიმები) 86%-მდე (სოცმუშაკები) მერყეობს, ამდენად, სოცმუშაკებს უფრო პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ ლგბტ ჯგუფის მიმართ, ვიდრე ექიმებს. 

აზრს, რომ ჰომოსექსუალობა საზოგადოებაში მიღებული არ უნდა იყოს, ეთანხმება სოცმუშაკთა 14%, ხოლო ექიმების 26%. 

კვლევის თანახმად, სოციალური დისტანცია ლგბტ ადამიანების მიმართ საშუალოზე დაბალი იყო სოცმუშაკებში, ხოლო საშუალოზე მაღალი ექიმებში.

გამოკითხულ სოციალურ მუშაკთა სრული უმრავლესობა იზიარებს აზრს, რომ ლგბტ ადამიანები სხვა მოქალაქეების თანასწორნი არიან. გამოკითხული ექიმების მხოლოდ 93% იზიარებს ამ აზრს.  

სოციალური მუშაკების 56% მხარს უჭერს ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინებას, ხოლოდ 38% მათი შვილის აყვანის/აღზრდის უფლებას. 

ქორწინებას მხარს უჭერს ექიმების მხოლოდ 26%, ხოლო წინააღმდეგია 59%. შვილის აყვანის უფლებას მხარს უჭერს 19%, ხოლო წინააღმდეგია 47%. ექიმთა 33% კი ამბობს, რომ შვილად აყვანის უფლება ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ინდივიდუალურ შემთხვევებშია დასაშვები. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^