მირზა სუბელიანს ციხეში სუციდის მცდელობა ჰქონდა - ამის შესახებ ჟურნალისტებს სუბელიანის ადვოკატმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სუბელიანი „მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში" იმყოფება, რის გამოც ციხეში შესულმა პროკურატურის წარმომადგენლებმა მისი დაკითხვა ვერ შეძლეს.
მისთვის უცნობია, გადაიყვანენ თუ არა სუბელიანს სამედიცინო დაწესებულებაში.
„ლიბერალი" სასჯელაღსრულების დაწესებულებას დაუკავშირდა, სადაც ამბობენ, რომ ამის შესახებ კომენტარს რამდენიმე წუთში გააკეთებენ.