
ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამ ნაბიჯით მას პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სურს.
გადადგომის შესახებ განცხადება მან სატელევიზიო ეთერში გააკეთა.
გამოცემა news.am-ის ინფორმაციით, მან პარლამენტისგან პირობა მიიღო, რომ ისინი ახალ პრემიერ-მინისრს არ აირჩევდნენ, რაც პარლამენტის დაშლას გამოიწვევს.
France24-სთვის ადრე მიცემულ ინტერვიუში პაშნიანმა თქვა, რომ ვადამდელი არჩევნები დაახლოებით 9-10 დეკემბერს უნდა ჩატარდეს. ამავე ინტერვიუში მან განაცხადა, რომ გადადგომა 16 ოქტომბერს გეგმავდა.