Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურაბ ჯაფარიძის სახელით საია 8 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს

17 ოქტომბერი, 2018 12:04

დღეს საია ზურაბ ჯაფარიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 8 მუხლის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. კერძოდ:

  • 32-ე -  ადმინისტრაციული პატიმრობა;
  • 33-ე - ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის დადების ზოგადი წესი;
  • 233-ე - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე;
  • 236-ე - მტკიცებულებანი;
  • 237-ე - მტკიცებულებათა შეფასება;
  • 240-ე - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი;
  • 264-ე - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას გამოსაკვლევი გარემოებანი;
  • 266-ე - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება;

„მაგალითად, წვრილმანი ხულიგნობა, რომელიც არის ერთ-ერთი სამართლადარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, არის სისხლისსამართლებრივი ბუნების, როგორც ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ასევე იმის გამოც, რომ ითვალისწინებს 15-დღიან პატიმრობას. სტანდარტი არის ის, რომ ამგვარ სამართალდარღვევებზე უნდა გავრცელდეს ისეთი საპროცესო გარანტიები, როგორიც არის სისხლის სამართლის მართმსაჯულებაში, ვინაიდან როგორც საკონსტიტუციო სასამართლოც მიიიჩნევს, როდესაც პასუხისმგებლობის დამკისრებელ ნორმასთან გვაქვს საქმე, აუცილებელად, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით მოხდეს სრულყოფილი სარგებლობა“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას საიას იურისტი ეკა მამრიკიშვილი.

მისი თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსი ახლა იმდენად პრობლემურია, რომ უგულებელყოფილია საპროცესო გარანტიები - მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილება, უტყუარი მტკიცებულებები და ა.შ.

„სამართლადამცავი ორგანოს წარმომადგენელმა სასამართლოზე არ უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ოქმი, მას უნდა დაერთოს ისეთი ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ პირმა ნამდვილად ჩაიდინა სამართლადარღვევა. პრაქტიკაში დამახინჯებულად ხდება ამგვარი ნორმების გამოყენება, მაგალითად, აქციებზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დამორჩილებლობის მუხლით ყოველთვის აკავებენ პირებს  და შემდეგ მათ აუცილებლად ცნობენ სამართლდამრღვევად. ამან უკვე მასობრივი სახე მიიღო. ასევე, არანაირი ბერკეტი არ არსებობს იმისა, რომ დღეს არსებული კოდექსით სასამართლო დაავალდებულო, მსგავსი სამართლაწარმოება არ განავითაროს“, - ამბობს ეკა მამრიკიშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^