თბილისის მერია კახეთის გზატკეცილზე მდგარი მონუმენტის, „ადამიანი და მზის“ აღდგენა-რესტავრაციისთვის 406 000 ლარს იხდის. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, ხელშეკრულებაში შედის ფრაგმენტების ჩამოსხმა და მისი საბოლოო დამუშავება ჟანგის ეფექტით, ასევე მათი ტრანსპორტირება.
დაკვეთის შემსრულებელი შპს „დეკორ ესთეტიკა“. დოკუმენტის თანახმად, მონუმენტის აღდგენა-რესტავრაცია 2019 წლის 6 ივნისამდე უნდა მოესწროს.