Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რუსთავი 2“ ახალ ჩანაწერს აქვეყნებს - რაზე საუბრობენ, სავარაუდოდ, სუბელიანი და ჯაფარიძე

17 ოქტომბერი, 2018 22:20

„რუსთავი 2“ კიდევ ერთ ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს. ახალ ჩანაწერშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ. „კურიერის“ ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრება სუბელიანის ნდობით აღჭურვილი პირი დათო ცუხიშვილი.

ახალ აუდიოფაილში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი „ქართული ოცნების“ იმ მაღალჩინოსნებს ახსენებს, რომელთა მაკომპრომეტირებელი მასალები აქვს. მათ შორისაა სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახი კახიშვილი. ჩანაწერის მიხედვით, დაკავებამდე სწორედ მისგან მოითხოვდა სუბელიანი პატიმრობის განსაკუთრებულ პირობებს და ფარული მასალებით აშანტაჟებდა, რომელიც 2013 წელს არის ჩაწერილი (ლალი მოროშკინასა და კახიშვილის სატელეფონო საუბარს ახსენებს) და თუ მისი პირობები არ შესრულდება, ის მზად არის, რომ გამოაქვეყნოს. 

„რუსთავი 2-ის“ გამოქვეყნებულ ჩანაწერში ასევე სავარაუდოდ სუბელიანი ამბობს, რომ მზად არის, 

„ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული, ძმაო, ესენი არიან ნაცებთან. ეს თემა თუ არ იყოს, შემაფურთხე თვალებში, რასაც ესენი აკეთებენ. ამას ესენი აკეთებენ ხელოვნურად, რომ მე ავფეთქდე, გავგიჟდე, კამერა ჩამოვიღო, ერთი-ორი კონტროლიორი ზემოდან დავაწვინო და მერე თქვან, აი, ხომ ხედავთ რა, მირზამ ვერ გაქაჩაო, ნერვებმა უმტყუნაო. აბა, რისთვის ხდება ეს. თორემ დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრთან კახიშვილთან, მე თვითონ ვიყავი და მივდივარ ძმაო და ვჯდები-მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პრო..ბა არ იქნება-მეთქი, პირში ვუთხარი, თორე შენ რასაც აკეთებდი 2013 წელში ეგ ძალიან კარგად ვიცი-მეთქი, ერთ რამეს შეგახსენებ-მეთქი, შენ რომ ლალი მოროშკინას მართავდი-მეთქი და ერთხელ რომ გავიდა ზეტში მეთქი და „კახი, კახი“ და რომ ატყდა ერთი ამბავი-მეთქი, შენ დაარიგე ლალი მაროშკინა, რომ შენი სახელი კი არა, კახი კალაძის სახელი იყო და ეგ აუდიოჩანაწერები ტ...ში აქვთ მეთქი. რავი, მე მგონი დრო ხომ არ არის, რაღაც რომ .. მოვახდინო, იმიტომ რომ იქ „ომეგას“ აქვს ფარული ჩანაწერები, აქ პეტრეს მიაქ ფარული ჩანაწერები, აქ თურმე შაყულაშვილი გამოვიდა და მე გამომიყვანა, თურმე ჩემი შვილი მოკლესო, ჩათვალეო“, - ისმის „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერში. 

სავარაუდოდ სუბელიანი „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერში იმასაც ამბობს, რომ ტელეფონი გერმანიაში აქვს გაგზავნილი, რათა ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს, რითიც დაამტკიცებს, რომ საუბარი ჰქონდა სავარაუდოდ ყოფილ პროკურორ მიხეილ შაყულაშვილთან. 

მირზა სუბელიანი: რომა ჩემი და გიოს ძმაკაცი ხომაა, ერთად გავიზარდეთ, ვასკას რაც მოუვიდა, ის რომ არ ყოფილიყო, დაკავების წინა დღეს წაიღო ტელეფონი და გერმანიაშია. ბოზის შვილი ვიყო ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩავატარებ და მიშას კი არა, მთელ სამმართველოს დავაჭერინებ ისეთი მიმოწერებია. ეგ შემეშლებოდა ახლა მე? 

ვიქტორ ჯაფარიძე: ჩანაწერები? 

მირზა სუბელიანი: ყველაფერი ძმაო, იმ დღი მომენტიდან. თხოვნები - აქეთ ამაში დამეხმარე, იქეთ იმაში დამეხმარე... 

მიშა რომ ლაპარაკობს და ტრაკს ათამაშებს... პირდაპირ მიმოწერებია ბო...ის შვილი ვიყო. მაგაზე ვარ გაგიჟებული, თუ კაცი იმას არ ნახავს... 

ჯაფარიძე: შოთაძე რომ ამბობს, სუბელიანის საქმე გაიხსნებაო.. 

ცუხიშვილი: ეგ ისე იქცევა, რომ... გვარამია ადგენს მაგის გეგმას. ციხეში ზის და კიდევ მირზა, მირზაო, საზოგადოებას არ იმასშვრება ბიჭო ეს მირზა. 

სუბელიანი: ეჰ, ეგრე არ არის. ამათ უნდათ, რომ... ფიქრობენ, რომ მე ციხეში გავტყდები და იმ თემაზე წავალ, რა თემასაც ეგენი მეუბნებიან. რატო არ წავიდე მაგის დედას შევ..ი ავიღებდი 2 მილიონს, ჩავიდებდი ჯიბეში, წავიდოდი პარიზში და დავალეწავდი თავ-ყბას ყველას და ღირსებიც იქნებოდნენ დღევანდელი გადმოსახედიდან, მაგრამ დღეს ამას ვერ ვიზამ, კაცური სიტყვა მაქვს ნათქვამი და ხელი მაქვს ჩამორთმეული და ჩემი სიტყვა არ დარღვეულა მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, შესაბამისად, ამიტომ ვიკავებ თავს, მაგრამ, რომ გამოვალ გარეთ, დავჯდები დაველაპარაკები და ვეტყვი, ძმაო, ამ ყველაფრის მერე ვინ ვარ? კიდევ „იზვოი“ ვარ? დამიფიქსირეთ! მტერი ვარ კიდევ თქვენი? რომ ვიცოდე რა სამომავლოდ. მერე პასუხისმგებელი ვიქნები ჩემს ქმედებებზე. ჩემი გადასაწყვეტია. არავისზე ნაკლები ორატორი არ ვარ, არავისზე ნაკლები ჭკუა მე არ მაქვს, არავისზე ნაკლები კომპრომატები არ მაქვს. ამას, რასაც მე მაბრალდებდნენ მთელი ცხოვრება... 4 წლის განმავლობაში და კადრებში მაყურყუტებდნენ, მირზა არ გავწიოთ კომპრომატები აქვსო... ერთი კაცი მითხრან, ვისთანაც დამცდენია რამე. 

ზოგოგიერთებისგან განსხვავებით, აგერ „ომეგა ჯგუფისა“ და უჩას ჩანაწერების მსგავსად არავის არაფერი დახვედრია. ერთადერთი ფაქტორი, რაც მაკავებდა, ეს სოზარის ფაქტორია, დღეს ეგ ფაქტორიც აღარ არსებობს. არ არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ მე მივალ და ამ კაცს ავუხსნი. ის თვითონ გულგატეხილია. ის ჩემზე მეტზე ნერვიულობდა და ვეტყვი, რომ სოზარ, ნუ გეწყინება, ძმაო, ჩვენი გზები გაიყრება. მე რასაც გავაკეთებ, მე ვიცი. დაირღვევა პირობა? მე ვიცი, შევხედავ ძმაო. გვერდში ვჭირდები? გამიშვით, ვაბშე, მიშას დავბრიდავ. 3-4 თვე მოვამზადებ და ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ ისე დავბრიდავ. რაღაცას გავუკეთებ. ორი ვარიანტია, ან უნდა დავბრიდო ან უნდა შევეკრა და ვაბშე შეკვრას არ ვაპირებ. ნამდვილად არ მხიბლავს მაგისი წინადადებები მე. 

პარლამენტში რას გეუბნებიან, რატომ ზისო? 

ჯაფარიძე: ეცოდები ვიღაცებს შვილებს ვფიცავარ. 

კობახიძემ სუბელიანთან შესვლის ნებართვა ჯაფარიძეზე, კვირას, P.S.-ს ანონსის შემდეგაც გასცა - დოკუმენტი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^