Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშშ-ის მთავრობამ საქართველოს „აილენდის“ კლასის ორი ხომალდი გადმოსცა

18 ოქტომბერი, 2018 16:41

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ის მთავრობამ „აილენდის“  კლასის ორი სადარაჯო ხომალდი გადასცა. ხომალდების გადმოცემის  ცერემონია  ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, აღნიშნულ ფაქტს ახალი შესაძლებლობის ფანჯარა უწოდა NATO-სთან ურთიერთობაში. მისი თქმით, ამ ორ გემს აქვს პრაქტიკულად დიდი მნიშვნელობა ქვეყნისთვის. 

 „ამ ორი გემის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია  მონაწილეობა მივიღოთ NATO-ს წვრთნებში და შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც  უკვე ახალ ორგანოს, ახალ სამინისტროს აქვს საშუალება, გახსნას ახალი  შესაძლებლობების ფანჯარა NATO-სთან ურთიერთობაში, რამეთუ ჩვენი  კოოპერირება იყოს უფრო ღრმა და საქართველო უფრო ახლოს იყოს NATO-სთან.  აქედან გამომდინარე, ამ ორი გემის დღეს გაშვებას, რომელსაც მინდა ზურგის ქარი ვუსურვო, აქვს პრაქტიკულად დიდი მნიშვნელობა ქვეყნისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და NATO-სთან ურთიერთობისთვის. ასევე,  სიმბოლურია გემების სახელწოდებები („ოჩამჩირე“ და „დიოსკურია“) და, რა თქმა უნდა, მე დღეს ვუსურვე და  კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ პირად შემადგენლობას, რომლებიც მსახურობენ ამ  გემებზე, მინდა ვუსურვო პირდაპირი მონაწილეობა ქვეყნის ერთიანობის 
საქმეში“, - განაცხადა გახარიამ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^