„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებთან დაკავშირებით შიდაპარტიული სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მამუკამ მდინარაძის თქმით, ისინი ასეთი კვლევების გასაჯაროებისგან თავს იკავებენ ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან დიდი იყო მედიისა და საზოგადოების დაინტერესება. კვლევის შედეგები ასეთია:
სალომე ზურაბიშვილი - 27%;
გრიგოლ ვაშაძე - 10%;
დავით ბაქრაძე - 9%;
სხვა კანდიდატები - 6%.
ამომრჩეველთა 48% არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, ან არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას.
რაც შეეხება ალოკაციის მეთოდით მიღებულ შედეგებს:
სალომე ზურაბიშვილი - 53%;
გრიგოლ ვაშაძე - 19%;
დავით ბაქრაძე - 17%;
სხვა კანდიდატები - 11%.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, ალოკაციის მეთოდით დგინდება, რა შედეგი შეიძლება დადგეს არჩევნებზე.
___________________
„ლიბერალს" „ქართული ოცნების" პრესსამსახურმა სოციოლოგიური კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა:
ინფორმაცია პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შესახებ:
- საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დაკვეთით ჩაატარა საკვლევ საკონსულტაციო ცენტრმა „ფსიქოპროექტმა“;
- საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას გამოყენებული იყო შემთხვევითი შერჩევის მეთოდი (მრავალსაფეხურიანი რეპრეზენტატული შერჩევა), რომელმაც დაფარა მთელი საქართველო, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. გამოკითხული იყო 18 წლის და უფროსი ასაკის, 3000 რესპონდენტი მოსახლეობა პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით.
- საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2018 წლის 9 – 17 ოქტომბერს.
- მონაცემები მოიცავს ყველა გამოკითხულის პასუხს შესაბამის კითხვარზე;
- მონაცემების ანალიზის დროს მოხდა მათი შეწონვა, რათა არ დარღვეულიყო რესპონდენტთა პროპორციული განაწილება ქვეყნისა და დემოგრაფიული პარამეტრების მიხედვით.
- დასაშვები ცდომილება: +/- 2.5% ქვეყნის მასშტაბით რიგითი მოსახლეობა
დასმული კითხვები:
- რესპონდენტის სქესი
- რომელ წელს დაიბადეთ?
- ხართ თუ არა დარეგისტრირებული ამ უბანში ამომრჩევლად?
- რომელია თქვენი განათლების დონე?
- ზოგადად, როგორ ფიქრობთ, მოვლენები საქართველოში სწორი თუ არასწორი მიმართულებით ვითარდება?
- გთხოვთ მითხრათ, ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელზეც მთავრობამ უნდა მოახდინოს ფოკუსირება.
- როგორც მოგეხსენებათ, 28 ოქტომბერს გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები. როგორ ფიქრობთ, რამდენად სავარაუდოა, რომ მიიღებთ მონაწილეობას პრეზიდენტის მომავალ არჩევნებში?
- ახლა მინდა გკითხოთ კონკრეტულ პრეზიდეტობის კანდიდატებზე. დღეს რომ ტარდებოდეს პრეზიდენტის არჩევნები, ჩამოთვლილთაგან რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?
- დღეს რომ ტარდებოდეს საპრეზიდენტო არჩევნები და დღეს რომ იღებდეთ გადაწყვეტილებას, ყველაზე მეტად რომელი კანდიდატისკენ გადაიხრებოდით და დაუჭერდით მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში?
- რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ ხმას მისცემთ ამ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში?
- ქართულმა ოცნებამ ცოტა ხნის წინ მხარი დაუჭირა სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატურას. ეს მეტად თუ ნაკლებად სავარაუდოს ხდის თქვენს მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილის მიმართ, თუ არ ახდენს გავლენას თქვენს მხარდაჭერაზე სალომეს მიმართ?
- ახლა წარმოიდგინეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება ორ კანდიდატს შორის. დღეს რომ ტარდებოდეს საპრეზიდენტო არჩევნები, ამ ორი კანდიდატიდან რომელს მისცემდით ხმას?
- ბევრმა ვერ მიიღო მონაწილეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. რას იტყვით თქვენს შესახებ? თქვენ მიეცით ხმა, თუ ვერ მიეცით ხმა რამე მიზეზის გამო?
- ახლა, გაჩვენებთ პარტიების და კოალიციების ჩამონათვალს, რომლებმაც კენჭი იყარეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. გთხოვთ ამ პარტიების ჩამონათვალიდან დაასახელოთ, პარტიის ან კოალიციის სახელი, რომელსაც მიეცით ხმა.
მიზნებისთვის:
- გაქვთ თუ არა რეგულარული წვდომა ინტერნეტთან?
- ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი სოციალური მედიის აპლიკაციებს იყენებთ რეგულარულად?
- ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი შეესაბამება ყველაზე უკეთ თქვენი დასაქმების სტატუსს?
- გთხოვთ მიპასუხოთ, თქვენი ოჯახის ჯამური თვიური შემოსავალი 500 ლარზე ნაკლებია თუ მეტია?
- გყავთ თუ არა ოჯახში 18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები?
- რა ეროვნების ბრძანდებით?
- რა რელიგიის აღმსარებელი ბრძანდებით?
----------------------------
„რუსთავი 2-ის“ დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევის მიხედვით ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე: წინასაარჩევნო კვლევის საველე სამუშაოები სექტემბერში ჩატარდა.
გრიგოლ ვაშაძე 22%; დავით ბაქრაძე 18%; სალომე ზურაბიშვილი 15%; შალვა ნათელაშვილი 8%.
ხოლო, „ევროპული საქართველოს“ დაკვეთით ჩაატრებული კვლევის შედეგების მიხედვით ლიდერობს დავით ბაქრაძე – 13.2%; შემდეგ მოდის გრიგოლ ვაშაძე – 13%-ით, სალომე ზურაბიშვილი – 10.2%; შალვა ნათელაშვილი – 4.6%
აღნიშნული კვლევა 2018 წლის 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა. კვლევა „ევროპული საქართველოს“ დაკვეთით ჩაატარა კომპანია „ბი-სი-ჯი-კვლევამ“. საველე სამუშაოები ჩატარდა 15-22 სექტემბერს,