„რუსთავი 2-მა", სავარაუდოდ, მირზა სუბელიანისა და „ქართული ოცნების" დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის მორიგი აუდიოჩანაწერი გაავრცელა.
აუდიოფაილის მიხედვით, მირზა სუბელიანი შურისძიებით იმუქრება.
სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი: ვიცი, ადვოკატს როგორც უნდოდა, ისე გაუკეთეს, მაგრამ მე რომ ჩავხსნილიყავი, ძმაო, მე არაფერში არ ვერევი, მაგრამ თვითონ იქნებიან ყველაფერზე პასუხისმგებლები. მაგრამ პასუხისმგებელი იქნებიან არა წარსულზე, არა ძმაო. 2014-მდე რაც გამიკეთებია. იქ იმაზე დავარტყამ, ისეთ დონეზე დავალ, ისეთს დავარტყამ, ბო... ვიყო, ვერ აეწყობიან, დამიჯერე რა. ისე მაქვს თავი გადაზღვეული, მაგათ წარმოდგენა არ აქვთ ესე. მე ერთადერთ, რაც თავი მაკავებს, შენ რომ არ იყო და სოზარი. თქვენი ორი რომ არ იყოთ, ჩემი აქ ჩამჯდომის დედა ..... სარალიძე რომ გამოდის და მთავრობის გადადგომას ითხოვს. როგორ, ბიჭო, რა შემეშალა. აგერ არის სოზარი, დამიჯერე, 12 კაცს გამოვიყვან ძმაო, მე გამოვედი, მე ვეხვეწებოდი, წავალ, გავაკეთებ და მე მახოცავენ კიდევ ხელებს. მაგრამ ეს დედის მოვ..ან ასე არ დასრულდება.
სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი: მე რას ვამბობდი? ეს ყველაფერი ხომ ჩირქივით არის, კაცი მოგვიკვდა, ეს რომ ჩავარდეს, რომ ვინ არის პასუხისმგებელი?
სავარაუდოდ, ვიქტორ ჯაფარიძე: პასუხისმგებელი არავინ!
სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი: ჰოდა, ძმაო, დღევანდელი გადმოსახედიდან თუ იმას ვერ ხვდებიან, რა ფასი ვარ მე მაგათთვის ყველას მო.... ვინც მაგას ვერ ხვდება, რასაც მე ვაკეთებ ქვეყნის გამო რა. აქ ერთი წელი ჩემთვის ჯოჯოხეთია, ბოლომდე მივალ, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, მაგრამ რომ არ შევარჩენ, პირობას რაღაცას რომ დაარღვევენ, ღმერთის წინ გეფიცები, წმინდა გიორგის ხატზე დავიფიცებ, თუ ვინმეს რამეს შევარჩინო. მე ის კაცი არ ვარ, წავიდე და ჟურნალისტებთან დავჯდე, მაგრამ თუ შევარჩინო, მერე ვეღარც ესკორტი და ვერაფერი უშველის.