სოჭში, „ვალდაის“ კლუბის სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში მდებარე ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ისაუბრა.
„ვერ ვიტყვი, რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია. მოვისმინე საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის განცხადება. რა თქმა უნდა, ეს შეშფოთებას იწვევს. თუ ეს ნამდვილად ხდება, ეს ძალიან სახიფათოა და გენეტიკის სფეროში უახლეს მიღწევებს უკავშირდება. საუბარია, რომ მუშავდება რაღაც პრეპარატები, რაც შესაძლოა, ადამიანზე ზემოქმედებას ახდენს“, - ამბობს პუტინი.
ვლადიმიტ პუტინის ვარაუდით, ამგვარი ცდები უკვე ტარდება ცხოველებზე. „სავარაუდოდ, ამგვარი ცდები უკვე ტარდება ძაღლებსა და ვირთხებზე, ვინაიდან მათ საკმაოდ სწრაფი ციკლი აქვთ. მე-2-3 თაობაში ხდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც კარდინალურად ცვლიან თავდაპირველ იერსახეს. თუ ეს ასეა, ეს დიდ საფრთხეს წარმოადგენს“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.