სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ სასტუმრო „ძველი თბილისთან“ საქართველოში ევრაზიულ ბიზნესფორუმს აქციით ხვდება.
სასტუმრო „ძველი თბილისის“ საკონფერენციო დარბაზში ოფიციალურად გაიხსნება ბიზნესფორუმი „საქართველო-ევრაზიული ეკონომიკური კავშირი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენებისა და მეწარმეებისთვის ბიზნესფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მცირე და საშუალო ექსპორტიორთა ასოციციისა და „ინვესცენტრის“ ორგანიზებით იმართება.