სიღნაღში გაიმართა სასამართლო პროცესი, რომელზეც მოსამართლემ ისტორიული გალავნის შელესვისთვის ჯარიმის საკითხი განიხილა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯარიმის გადახდა მხოლოდ სამშენებლო კომპანია „ინსტალპლიუსს“ დაეკისრება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, ისინი ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, რადგან სატენდერო დოკუმენტაციაში არ იყო მოთხოვნილი სააგენტოსთან შეთანხმების ვალდებულება.