სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბებიის მიმართ ძალადობაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ლ.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბებიას - მ.კ.-ს სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილში ხელებისა და ფეხების დარტყმით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა, რამაც მისი [ჯანმრთელობის] ხანმოკლე მოშლა გამოიწვია", - ნათქვამია განცხადებაში.