უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალტ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ იგი Twitter-ზე წერს.
ბოლტონი ამბობს, რომ კავკასიაში ვიზიტს 20 ოქტომბრიდან იწყებს.
„20 ოქტომბერს ვიწყებ ვიზიტს რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში, სადაც შევხვდები კოლეგებსა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს ამერიკის ინტერესების გასაძლიერებლად უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხებში" - წერს ბოლტონი.
On October 20th I'll be travelling to Russia, Azerbaijan, Armenia, and Georgia to meet with my counterparts and other senior officials to advance American interests on a range of security issues.
— John Bolton (@AmbJohnBolton) October 11, 2018