Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯაფარიძე: იაგოს ხელი მოკიდეს და ძალით წაიყვანეს განყოფილებაში

20 ოქტომბერი, 2018 13:42

„10 წუთის წინ დედაენის ბაღში გამოცხადდენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, იაგოს მოკიდეს ხელი და ძალით წაიყვანეს განყოფილებაში", - ამის შესახებ „გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატი ზურა ჯაფარიძე აცხადებს. 

მისი თქმით, მიზეზად უთხრეს ის, რომ იაგო ხვიშია განყოფილებაში უნდა გაეჩხრიკათ.

„შევთავაზეთ, რომ აქვე შეგიძლიათ გაჩხრიკოთ, მაგრამ არა, განყოფილებაში უნდა გავჩხრიკოთო. ახლაც მოძრაობს დიდი ჯგუფი პოლიციელების და ალბათ ასე ცალ-ცალკე წაგვიყვანენ. სავარაუდოდ ვახოსაც [მეგრელიშვილი] წაიყვანენ და მეც", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, დედაენის ბაღი, სადაც მათ ე.წ. კანაფის ლეგალიზების ფესტივალი უნდა გამართონ, სავეა პოლიციელებით. მისივე თქმით, მათ ასევე არ მისცეს საშუალება სკვერში არაპატურის შეტანის.

„მინდა იცოდეთ, რომ ფესტივალი ტარდება ჩვეულებრივად, ადამიანები შეიკრიბებიან 4:20 წუთზე. როგორც ეს იყო დაგეგმილი. მათ შორის ის ადამიანები, ვინც აპირებს, რომ აქ რაღაცები გაყიდონ და იმხიარულონ. მიზანი არის, რომ ფესტივალი შედგეს ნებისმიერ შემთვევაში. თუ მე დამაკავეს, ერთადერთი რაც შეიძლება შეიცვალოს არის ის, რომ ვეღარ მოვახერხო სამოქალაქო დამოუმორჩილებლობის აქტის ჩადენა", - განაცხადა ჯაფარიძემ.

„ლიბერალი" იაგო ხვიჩიას განყოფილებაში გადაყვანის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^