„გირჩის" პრეზიდენტორის კანდიდატმა ზურა ჯაფარიძემ დედაენის ბაღში მისულებს მარიხუანა საჯაროდ გადასცა.
„სხვა რაღაცის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ ტექნიკური შესაძლებლობა არ გვაქვს ახლა ამის, მინიმუმ ეს მაინც მინდა გავაკეთო. მე ვამბობ, რომ ამ ქვეყანაში კონსტიტუციით გარანტირებული მაქვს რომ ლეგალურად მოვიპოვო კანაფი, ლეგალური გზა უნდა არსებობეს, რითაც მე კანაფს მოვიპოვებ, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ეს არის ჩემი უფლება [მოვიხმარო კანაფი]. ამის უფლებას კი არ მაძლევენ. ჯიბეში მაქვს 3 ჯოინთი და ეს არის გასაღება [საქართველოს კანონმდებლობით]. ამის გამო ადამიანებს ციხეში სხვამენ. მე ყოველდღე ხალხი მჩუქნის მოსაწევს, სახელმწიფოს გადმოსახედიდან კი მე ყოველდღე შეხება მაქვს კრიმინალებთან. ამის გამო ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ. თუ მე დღეს ვერ დამიჭერენ, ვერ უნდა დაიჭირონ ვერავინ და გამოვა, რომ ეს ქმედება საქართველოში დალეგალიზდება", - განაცხადა ჯაფარიძემ.
მას შემდეგ რაც „გირჩის" პრეზიდენტორის კანდიდატმა ზურა ჯაფარიძემ დედაენის ბაღში მარიხუანა საჯაროდ გადასცა სხვას, პოლიციამ ის განყოფილებაში გადაიყვანა. როგორც შსს-ს წარმომადგნელელი განმარტავს, ჯაფარიძე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გადაყავთ განყოფილებაში.
ფოტო: მარი ნიკურაძე/ OC MEDIA