ლაშა ბექაური ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა ბაჰამის კუნძულებზე მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფინალში იაპონელი მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.