საქართველოს პრემიერის მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც, შემდეგი 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით
„მწვანე ეკონომიკა არის ჩვენი რეფორმების მთავარი ქვაკუთხედი. ეს ხედვა მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, საწვავის სტანდარტი, ტრანსპორტი და ა.შ. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც, შემდეგი 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით. ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, თუმცა, ამავდროულად, ეს გეგმა დიდ უპირატესობას მოუტანს საქართველოს“, - განაცხადა ბახტაძემ.