Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღია კარიერებზე მადნის მოპოვება, დაბინძურებული ჰაერი და წყალი ჭიათურაში - „მწვანე ალტერნატივა"

23 ოქტომბერი, 2018 12:30

2018 წლის სექტემბერში „მწვანე ალტერნატივას" თანამშრომლები ქ. ჭიათურასა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში წიაღისეულით სარგებლობისას ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით საველე გასვლაზე იმყოფებოდნენ.

საველე გასვლისას გამოიკითხა სოფლების: რგანის, ჭიათურის ორი ნომრის დასახლების, ზედა რგანის, დარკვეთის, ზოდის, პერევისას, ჭიათურის №25-ის დასახლების, წინსოფელის, ითხვისის, მღვიმევის, თაბაგრების, ბუნიკაურის მოსახლეობა.

„მწვანე ალტერნატივის" თქმით, მოსახლეობის გამოკითხვისა და ადგილზე მათი დაკვირვების შედეგად, ძირითადად გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:

• ღია კარიერებზე წიაღის მოპოვების პრაქტიკა და რეკულტივაციის გარეშე დატოვებული ტერიტორიები;

• დაბინძურებული ჰაერი;

• დაბინძურებული წყალი;

• საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსება;

• ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედება;

• საკუთრების დაკანონების პრობლემა (დარკვეთში);

• წიაღით სარგებლობის შედეგად დაბზარული სახლები;

• წყაროებისა და ჭების დაშრობა;

• საძოვრების შემცირების პრობლემა და პირუტყვის დაზიანების შემთხვევები;

• დასაქმებისა და დასაქმებულთა პრობლემები.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს რეკულტივაციის გარეშე დატოვებული კარიერები. მანგანუმის ათვისება საცხოვრებელ სახლებთან ძალიან ახლოს (ხშირ შემთხვევაში ეზოში) და უსაფრთხოების წესების დაუცველად ხდება.

„დაბინძურებული ჰაერი წარმოადგენს ყველა სოფლისა და ქალაქ ჭიათურის პრობლემას. ქ. ჭიათურაში მოსახლეობა ძირითადად უჩივის საწარმოებიდან და „ჯორჯიან მანგანეზის“ მანქანების გადაადგილების შედეგად ჰაერის დაბინძურებას. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად სწორედ მანგანუმის გადამზიდი მანქანების გადაადგილება დაასახელეს. მათი თქმით, მანქანები გამუდმებით მოძრაობენ. კომპანიები, რომელთაც მადანი გადააქვთ, გზას არ რწყავენ. ასევე, 6 გადამზიდ მანქანებს აქვს დიდი გამონაბოლქვი და ამის გამო, იქ ზაფხულობით სუნთქვაც კი შეუძლებელია. ჩვენი ქალაქში ჩასვლიდან მეორე დღეს, ყველასათვის მოულოდნელად, კომპანიამ გზის მორწყვა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მადნის გადამზიდ მანქანებს საბარგული გადახურული აქვთ და ისე გადაადგილდებიან", - ვკითხულობთ ანგარიშში.

„მწვანე ალტერნატივის“ თქმით, საწარმოო ნარჩენები თითქმის ყველა სოფელში და ქალაქ ჭიათურის სხვადასხვა ნაწილშია გაბნეული;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^