დღეს თბილისის მერი კახა კალაძე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერს ხუმრობით გამოეხმაურა და ჟურნალისტებს საპასუხოდ „ფარული ჩანაწერი“ მოასმენინა. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერი ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატის მხარდასაჭერად ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასა და ამომრჩეველზე ზეწოლას ეხება.
ჟურნალისტების შეკითხვას კახა კალაძე უპასუხა, რომ მანაც მოიპოვა ფარული ჩანაწერი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რეკავენ სატრანსპორტო კომპანიაში და მითითებას აძლევენ, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირონ მხარი.
ჩანაწერში კახა კალაძე, სავარაუდოდ, მერიის პრესსამსახურის თანამშრომელს ესაუბრება.