„მე ბოდიშს ვუხდი ყველას, რომ დავუშვი ამ ავადმყოფის მოსვლა ხელისუფლებაში" - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი „ქართული ოცნების" პარტიის ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც მან გუშინ სამი ტელეკომპანიის წამყვანს მისცა.
გუშინ ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის", „იმედის" და „ტვ პირველის" ჟურნალისტებს.
ისაუბრა ბოლო დროს გახმაურებულ ამბებზე, წინასაარჩევნო პერიოდზე. ივანიშვილმა ინტერვიუს ძირითადი დრო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" კრიტიკას დაუთმო.
.