Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რამდენად ღიაა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სახელმწიფო არქივები - IDFI

24 ოქტომბერი, 2018 16:12

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის შეფასების ახალი ვებგვერდის www.Open-Archives.org - პრეზენტაცია გამართა.

ორგანიზაციამ ასევე წარმოადგინა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოღვაწე ისტორიკოსებისა და მკვლევრების მიერ ჩატარებული შეფასების შედეგები - კვლევაში წარმოდგენილია 10 ქვეყნის 18 სახელმწიფო არქივის ღიაობისა და ხელმისაწვდომობის ხარისხი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, შეფასების შედეგები ცხადყოფს, რომ საარქივო ღიაობის კუთხით ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო, საჭიროებს საკანონმდებლო დონეზე ცვლილებებს მეტი ღიაობის უზრუნველსაყოფად. არქივები, რომლებმაც უფრო მაღალი შედეგი აჩვენეს, შესაბამის კანონმდებლობაზე დაყრდნობით, წერილობით განმარტავენ დოკუმენტების გაცემაზე უარის თქმის შემთხვევებს.

კვლევის ერთ-ერთი მიგნებაა ისიც, რომ უმეტესწილად, ძალოვანი ან ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის არქივებს არ აქვთ თავიანთი ვებგვერდი და სამკითხველო დარბაზი, შესაბამისად, მათი ღიაობის პროცენტი ძალიან დაბალია.

18-იდან მხოლოდ 2 არქივის სამკითხველო დარბაზებშია შესაძლებელი საკუთარი ფოტოაპარატით საარქივო დოკუმენტის ფოტოგადაღება.

კვლევის ფარგლებში თითოეულ ქვეყანაში, გარდა აზერბაიჯანისა და უზბეკეთისა, შეფასდა ორი არქივი: ერთი – ქვეყნის ძირითადი არქივი (ეროვნული ან საისტორიო არქივი), ხოლო მეორე – ძალოვანი სტრუქტურის.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის შეფასების ახალი ვებგვერდი ღია საზოგადოება - ბუდაპეშტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^