„ნენსკრაჰესის" განმახორციელებელი კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ სოფელ ჭუბერში 2018 წლის დასაწყისში შეჩერებულ სამუშაოებს განახლებას აანონსებს. კომპანიის თქმით, ნოემბერში მდინარე ნენსკრაზე 100 ტ ტვირთამწეობის მქონე ორი ხიდის მშენებლობა დაიწყება.
„პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის ბოლოს დასრულდება.
ამავდროულად, სს „ნენსკრა ჰიდრო“ მუშაობს პროექტში ახალი მშენებელი კომპანიის ჩართვაზე წინა კონტრაქტორის ჩასანაცვლებლად, რომელთანაც ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით შეწყდა", - აცხადებენ კომპანიაში.