Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► რის მშენებლობას აპროტესტებენ პარტიზანი მებაღეები ბელინსკის ქუჩაზე

24 ოქტომბერი, 2018 17:33

პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე გოგებაშვილისა და ბელინსკის ქუჩებს შორის მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ტერიტორიას არ დატოვებს, სანამ მიმდინარე მშნებლობა არ გაჩერდება. 

აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშნებლობა, რომელზეც ნებართვა თბილისის მერიამ 2014 წელს გასცა. 

პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ, რელიეფის სირთულის გამო, შენობა ქალაქის მხრიდან ექვსსართულიანი იქნება,  ხოლო მთის მხრიდან - ხუთსართულიანი.  მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს შპს „ნირან პროპერტის დეველოპმენტი“ აშენებს. მიწის ნაკვეთის მფლობელიც იგივე კომპანიაა.

 საპროექტო ტერიტორიის მიწის ნაკვეთის ფართობი  5938 კვ.მ-ია, განაშენიანების ფართობი  1088.8 კვ.მ.  ხოლო პროექტის მიხედვით, მრავალბინიანი  სახლის საცხოვრებელი ფართობი  3372.4 კვ.მ იქნება. 

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე აღნიშნულ პროექტთან არ არის დართული ინფორმაცია გეოლოგიური კვლევისა და კონსტრუქციული დასკვნის შესახებ. 

ფერაძე აღნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა არც ძველი და არც ახალი გენერალური გეგმით არ შეიძლება. 

„ძველი გენგემით, ანუ დღევანდელი გენგეგმით, ეს არის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა, ხოლო ახალი გენგეგმით, რომელიც ჯერ არ შესულა ძალაში, ეს არის სატყეო ზონა, სადაც ასევე არ შეიძლება მშენებლობა. ნარმანიამ გასცა ბრძანება სპეციალურ ზონალურ შეთანხმებაზე. აპირებენ უზარმაზარი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას და დაწყებულია კლდის ჭრა“, - განაცხადა „ლიბერალთან“ ნატა ფერაძემ. 

ფერაძის თქმით, ის ესაუბრა მერიის ზედამხედველობის სამსახურს. მას განუცხადეს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე შეჩერდა სამუშაოები, რადგან გარკვეული ხარვეზი იყო საბუთებთან დაკავშირებით, რომელიც კომპანიამ შეასწორა და მერიას წარუდგინა.

ფერაძის თქმით, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და ამბობს, რომ ის არ დატოვებს ტერიტორიას მანამდე, სანამ მშენებლობა სრულად არ გაჩერდება. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^