ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახური აცხადებს, რომ ნაპოვნია ორი ფეთქებადი მოწყობილობა გზავნილში, რომელიც განკუთვნილი იყო ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამასა და ყოფილი სახელმწიფო მდივნის - ჰილარი კლინტონისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times ავრცელებს.
სამართალდამცავი უწყებების განცხადებით, მოწყობილობა იმ ასაფეთქებელს ჰგავს, რომელიც ორშაბათს ჯორჯ სოროსის სახლთან იპოვეს.