Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბახტაძე სამოქალაქო საზოგადოებაზე: ანგაჟირებული განცხადებების მოსმენა არ არის კარგი

25 ოქტომბერი, 2018 11:28

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა მიიღონ კონკრეტული რეკომენდაციები იმ რეფორმებზე, რომელიც უნდა დაინერგოს, მაგრამ  საპასუხოდ სამოქალაქო საზოგადოებისგან ისმის პოლიტიკურად ანგაჟრებული განცხადებები. 

„იცით, თუ როგორ აქტიურად თანამშრომლობს ჩვენი გუნდი სამოქალაქო საზოგადოებასთან და მინდა კონკრეტული არგუმენტი მოგიყვანოთ. ჩვენ გადავედით იმ ეტაპზე, რომ გვაქვს ახალი ტალღა რეფორმების და თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენ არ ვართ დაინტერესებული იმით, რომ მივიღოთ კონკრეტული რეკომენდაციები ამა თუ იმ რეფორმაზე, როგორ უნდა დავნერგოთ ის იმდაგვარად, რომელიც საუკეთესოდ უპასუხებს საზოგადოების ინტერესებს? მაგრამ ამის საპასუხოდ რას ვხედავთ? ამის საპასუხოდ ხშირ შემთხვევაში გვესმის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები“, - თქვა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს კომუნიკაცია გადადის იმგვარ განცხადებებში, რისი მოსმენაც არ არის კარგი. 

„როცა ასეთი კომუნიკაცია გადადის ხშირ შემთხვევაში ანგაჟირებულ განცხადებებში, ამის მოსმენა ნამდვილად არ არის კარგი და არ არის კარგი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო განმტკიცების საქმეში“, - განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^