„რუსთავი 2-მა“ მის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები (სრული ალოკაციით) ასეთია:
გრიგოლ ვაშაძე - 31%;
სალომე ზურაბიშვილი - 28%;
დავით ბაქრაძე - 14%;
შალვა ნათელაშვილი - 5%;
არ გადაუწყვეტია, უარი პასუხზე - 16%.
რაც შეეხება იმ ამომრჩეველს, ვინც აპირებს არჩევნებზე წასვლას და არჩევანიც უკვე მიღებული აქვს, ტელეკომპანიის ინფორმაციით, ხმები ასე ნაწილდება:
გრიგოლ ვაშაძე - 37%;
სალომე ზურაბიშვილი - 32%;
დავით ბაქრაძე - 16%;
შალვა ნათელაშვილი - 6%;
არ გადაუწყვეტია, უარი პასუხზე - 0.
„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, „დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას“ - ასეთი იყო მკვლევართა კითხვა. მათ პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპოდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით 15-დან 24 ოქტომბრამდე გამოკითხეს.