Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი - გიგა მაქარაშვილი პროკურატურამ დაზარალებულად არ ცნო

25 ოქტომბერი, 2018 13:16

პროკურატურამ სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილის თავზე ნაგვის ურნის ჩამომხობის ფაქტზე დაზარალებულად არ ცნო. ინფორმაცია "ლიბერალს" დაუდასტურა მაქარაშვილის ადვოკატმა. მისი თქმით, დღეს მათ 22 ოქტომბრით დათარიღებული წერილი მიიღეს, სადაც წერია, რომ პროკურატურა საქმის გადაკვალიფიცირებაზე და დაზარალებულად ცნობაზე უარს ეუბნება გიგა მაქარაშვილს.

აღნიშნულზე პოსტი სოციალურ ქსელში გიგა მაქარაშვილმაც გამოაქვეყნა. 

გორის მერიის თანამშრომელმა სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, რომელმაც სხვა აქტივისტებთან ერთად გორის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა, თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო. შემთხვევის ამსახველი კადრები ტელეკომპანია „დიამ,“ გაავრცელა. პირი, რომელმაც მაქარაშვილს ურნა თავზე დაამხო, თემურ მანველიშვილია, გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსი. 

გორის მერიის თანამშრომლის მიერ მაქარაშვილისთვის თავზე ნაგვის ურნის ჩამომხობის ფაქტზე გამოძიება გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (1) მუხლით  (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია).

მაქარაშვილის ინტერესების დამცველი კი მოითხოვს, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გადააკვალიფიციროს და გამოძიება წარმართოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მე-2 (ა) პუნქტის მიხედვით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი მოხელის მიერ) და 161-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეკრების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^