Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნიკა გვარამიამ გიორგი გვიმრაძის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა

25 ოქტომბერი, 2018 16:06

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანის გიორგი გვიმრაძის წინააღმდეგ.

საქმე ეხება 24 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ წინასაარჩევნო დებატებს, რომელსაც გიორგი გვიმრაძე უძღვებოდა. ის ამავე დროს არის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელი. შეკითხვის დასმისას მან ნიკა გვარამია მოიხსენია, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი. ქარტიისთვის გაგზავნილ განცხადებაში ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ არასდროს დაუფიქსირებია ვაშაძის მიმართ მხარდაჭერა. შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ გიორგი გვიმრაძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^