აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მომღერალი სოფო ხალვაში გადაცემა ''დილის ტალღას“ აღარ წაიყვანს.
მომღერლის მიმართა დისციპლინური საქმის წარმოება მიმდინარეობს, რადგან მან თბილისში, სპორტის სასახლეში „ქართული ოცნების'' მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინაარჩევნო შეხვედრაზე იმღერა.
„მაუწყებლის ნებისმიერ თანამშრომელს პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა ეკრძალება. საკითხზე მაუწყებელი იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს“,- აღნიშნულია ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის, გია ქარცივაძის განცხადებაში, რომელსაც აჭარის ტელევიზია ავრცელებს.