Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ეკა გიგაურს რამდენჯერმე მივანიშნე, რომ გავიდეს NGO სექტორიდან" - ივანიშვილი

26 ოქტომბერი, 2018 12:56

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის დანიშვნის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი არგუმენტების გარეშე ადანაშაულებს ხელისუფლებას.

„ეკა გიგაურს მინიშნებებით ვანიშნე, რომ კარგი იქნება, გავიდეს ამ სექტორიდან, რადგან მისი იქ ყოფნა ცუდ სამსახურს უწევს სამოქალაქო სექტორს. მისი გამოსვლებით ის ცდილობს, ქვეყანა არათუ შიგნით დააზიანოს, ახლა წავიდა მოუკრეფავში, რომ თითქოს ამერიკის ელჩს არ ნიშნავს ივანიშვილი. წარმოუდგენელ თამაშში შევიდა ეკა გიგაური. ამაზე პასუხის მცდელობაც არ მექნება.

ეკა გიგაურს შევახსენებდი რომ უკვე სამი წელია სასამართლოში არ ცხადდება“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

------------

„ტვ პირველის“ ეთერში, ჟურნალისტმა, ნინო ჟიჟილაშვილმა თქვა, რომ, მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი უარს ამბობს აშშ-ის ელჩის პოზიციაზე ბრიჯიდ ბრინქსის დანიშვნაზე. ამ თემაზე მან კითხვა „გამჭირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს დაუსვა. 

„მეც მსმენია ამის შესახებ. ერთადერთი, რაც შეიძლება ვთქვა, მსმენია სერიოზული საუბრები ამ ყველაფერზე. მე არ ვიცი, რა ახსნა აქვს საქართველოს მთავრობას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ, ცხადია, რომ ეს კარგის ნიშანი არ არის. საქართველოში არ ყოფილა ხელისუფლება, რომელიც უარს ეუბნება მთავარ პარტნიორს კონკრეტული ელჩის დანიშვნაზე", - თქვა ეკა გიგაურმა „ტვ პირველის“ ეთერში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^