შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზაზა სარალიძე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული მუხლი, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შსს-ს ცნობით, რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.
მათი თქმით, ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.