Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შს მინისტრის მოადგილე: პოლიცია აქამდე თვალს ხუჭავდა, მაგრამ დღეს იძულებული იყო, ემოქმედა

26 ოქტომბერი, 2018 18:39

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ზაზა სარალიძის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ზაზა სარალიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენა პოლიციას, თუმცა მისი მდგომარეობის გათვალისწინებით პოლიცია თვალს ხუჭავდა ამაზე.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, დღეს პოლიცია იძულებული გახდა ემოქმედა და ფიზიკური თავდასხმის ფაქტზე დაეკავებინა ის.  

 „სამწუხარო ფაქტი მოხდა დღეს, რუსთაველის გამზირზე. ფაქტიურად ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ არაერთი  შემთხვევა, როდესაც ბატონი ზაზა სარალიძე პოლიციის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ხერხებს მიმართავდა. თუმცა, ადამიანურად გვესმოდა მისი მდგომარეობა და ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, პოლიცია მთელი ამ თვეების განმავლობაში უბრალოდ იდგა და ყველაფერზე თვალს ხუჭავდა. ვგულისხმობ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს. თუმცა, უკვე დღეს,  სამწუხაროდ, პოლიცია, იძულებული გახდა, რომ ემოქმედა, რადგან ეს უკვე იყო აშკარა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, აშკარა თავდასხმის ფაქტი, რამაც პოლიციას სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ მის მიმართ იძულების ღონისძიება - დაკავება გამოყენებულიყო. ზაზა სარალიძე არის სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^