Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სარალიძის ქმედება შსს-ს მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამოძახილია - 17 NGO

26 ოქტომბერი, 2018 18:43

არასამთავრობო ორგანიზაციები ზაზა სარალიძის  დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებენ.

 „მიგვაჩნია, რომ ზაზა სარალიძის ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებების უხეში და განგრძობითი დარღვევის გამოძახილია.

ზაზა სარალიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ საქართველოს პარლამენტის წინ მრავალდღიანი მშვიდობიანი პროტესტის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ, როცა აქციის მონაწილეებს არ მისცა მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად კარვის ან/და სხვა კონსტრუქციის მოწყობის უფლება. სწორედ საქართველოს შსს-ს წარმომადგენლების მიერ კანონის დარღვევას მოჰყვა დღეს ძალადობის ესკალაცია“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისევე როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა გააკეთეს მკაფიო განცხადებები, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მსგავსი ქმედება საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა და წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას.

ორგანიზაციები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მშვიდობიანი პროტესტის გამართვას მიზანმიმართულად ხელს უშლის შს სამინისტროს წარმომადგენლები, რის გამოც ნათელი ხდება, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ნება, ამ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და აღდგეს სამართლიანობა.

მათი თქმით,  გასათვალისწინებელია ის კონტექსტი, რომელიც სარალიძის მხრიდან ძალადობის მიზეზი გახდა, და რომელიც შს სამინისტროს უკანონო, თვითნებურ და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პოლიტიკას უკავშირდება შეკრების მონაწილეების მიმართ.

„რამდენიმე კვირის განმავლობაში, დღისით და ღამით, განსაკუთრებით ცუდ ამინდში აქციის მონაწილეებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ შეკრების ადგილზე ყოფნა, რაც სტრესის, ღირსების შელახვისა და დაუცველობის გრძნობას იწვევს. წვიმიან დღეს პოლიციის მხრიდან კარვის გაშლისთვის კიდევ ერთხელ ხელშეშლა, ზაზა სარალიძის მიმართ უკანონო და ანტიჰუმანური მოქმედების ნათელი დემონსტრირება იყო.

ორივე ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება სამართალდამცველთა მხრიდან სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასა და მათივე კანონიერი მოთხოვნის არსებობის აუცილებლობას ითვალისწინებს. მაშინ, როცა მშვიდობიანი  შეკრების უფლების ფარგლებში, კარვის ან სხვა კონსტრუქციის გაშლის უფლებაში ხელშეშლა კანონიერ მოთხოვნად არ შეიძლება განვიხილოთ. ამ დანაშაულის არსებითი ელემენტი სახეზე არ გვაქვს. მნიშვნელოვანია, ძალადობის წარმოშობის პროცესში თავად პოლიციის უკანონო მოქმედებებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს.

შეკრების და მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წარმოადგენს დანაშაულს და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

ორგანიზაციები პორკურატურას მოუწოდებენ:

  • დაუყოვენებლივ დაიწყოს გამოძიება მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საკუთარი თანამდებობის გამოყენებით მშვიდობიანი შეკრების უფლების უკანონოდ შეზღუდვაში;
  • გაიაზროს სახელმწიფო პოლიტიკის უკანონო და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო შინაარსი, რაც გახდა ზაზა სარალიძის მიერ გამოვლენილი კანონდარღვევის საფუძველი და სს სამართლის კანონმდებლობის სწორ გამოყენებასთან ერთად გამოიყენოს ჰუმანური და სამართლიანი მიდგომები დაწყებული გამოძიების პროცესში.

ასევე მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • დაუყოვნებლივ შეცვალოს მშვიდობიანი შეკრებების დროს კარვების/სხვა კონსტრუქციების გაშლის შეზღუდვის უკანონო და თვითნებური პრაქტიკა და ამის თაობაზე გააკეთოს საჯარო განცხადება;
  • წინასაარჩევნო კონტექსტის გათვალისწინებით, გაიაზროს პროცესების ესკალაციის რისკები და მიიღოს ყველა ზომა მშვიდობიანი, სამართლიანი და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. მნიშვნელოვანია ეს გარემო, პირველ რიგში, შეექმნათ აქციის ორგანიზატორ შვილმკვდარ მამებს, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების და იგნორირების მსხვერპლი არიან.

წაიკითხეთ განხცადება სრულად

ხელმომწერი ორგანიზაციები:

თანასწორობის მოძრაობა;

კონსტიტუციის 42-ე მუხლი;

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI);

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC);

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);

ცენტრი „ემპათია“;

კავშირი საფარი;

ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის;

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);

მედიის განვითარების ფონდი (MDF);

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);

ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^