Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და მნიშვნელოვანია, რა არჩევანს გააკეთებს მოსახლეობა - კვირიკაშვილი

28 ოქტომბერი, 2018 10:24

"მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც არის ნაკარნახევი პასუხისმგებლობის გრძნობით საქართველოს მომავლის წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და მნიშვნელოვანია რა არჩევანს გააკეთებს საქართველოს მოსახლეობა", - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ. 

ჟურნალისტის კითხვის მიუხედავად, კვირიკაშვილმა არ დააკონკრეტა, თუ ვის აძლევდა ხმას არჩევნებზე.

„პოლიტიკაში არ ვაპირებ დაბრუნებას. მაქვს ძალიან საინტერესო საქმე. კარგად ბრძანდებოდეთ, წარმატებებს გისურვებთ ყველას“, - მიმართა ჟურნალისტებს კვირიკაშვილმა.

------------------

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. სულ რეგისტრირებულია 25 კანდიდატი. ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ. ახალი კონსტიტუციის შესაბამისად შემდეგ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს.

საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 904 წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 032 დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1163 საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 125 მედიაორგანიზაციის 1 957 ჟურნალისტი. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^