
თავისუფალი დემოკრატები განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ პროკურატურას, შეწყვიტონ სისხლისსამართლებრივი დევნა ზაზა სარალიძის მიმართ.
„მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროკურატურა აპირებს ზაზა სარალიძისთვის სისხლისსსამართლებრივი ბრალდების წარდგენას.
„თავისუფალი დემოკრატები“ მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, არ განახორციელოს სისხლისსმართლებრივი დევნა ზაზასარალიძის მიმართ. ეს არ იქნება გონივრული და გამართლებული, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე სისხლისსამართლებრივი დევნის საჯარო ინტერესის თვალსაზრისითაც. უკიდურეს შემთხვევაში, მივმართავთ პროკურატურას და სასამართლოს, სამართალწარმოების პროცესში ზაზა სარალიძის მიმართ არ იქნას გამოყენებული საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება" - ნათქვამია თავისუფალი დემოკრატების განცხადებაში.