.jpg)
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ბოლნისში მე-40 უბანზე ამომრჩევლებს მარკირების გარეშე უშვებენ: "კომისიის წევრი ამას ადასტურებს და გვიმტკიცებს, რომ კონკრეტულ ამომრჩევლებს მარკირებაზე გული მისდით".
"ამავე უბანზე დარღვევებით მიდის პროცედურები, კაბინა ფანჯარასთან დგას და იქიდან აჩვენებენ ვინ შემოხაზეს. ასევე კაბინებს შორის არის გასასვლელი რაც სურათზეც ჩანს. თავმჯდომარე არ იბარებს საჩივრებს,ამიტომ საჩივარს დავწერთ ოლქში" - ვკითხულობთ დარღვევების აღსანუსხ სპეციალურ საიტზე, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ წინასაარჩევნოდ შექმნა.