„ქართული ოცნების“ აგიტატორები კანონის ფარგლებში მოქმედებენ და მოვუწოდებ მათ, გააგრძელონ მუშაობა, - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს პარტიულ აქტივს, ჩვენს კოორდინატორებს აბსოლუტურად სრული უფლება აქვთ, იყვნენ საარჩევნო უბნების გარეთ. მათ შორის აქვთ აგიტაციის უფლება, თუმცა აგიტაციის ფაქტები არ ფიქსირდება. საუბარია იმაზე, რომ აღრიცხავენ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობას, რისი სრული უფლებაც გააჩნიათ. ჩვენი აგიტატორები, ჩვენი მხარდამჭერები, ჩვენი პარტიული აქტივი მოქმედებს კანონის ფარგლებში, მისი სრული დაცვით და მოვუწოდებთ მათ გააგრძელონ მუშაობა“, - განაცხადა თქვა მდინარაძემ.