
ქუთაისის #27, #28, #21, #17 უბნებზე ელექტროენერგია რამდენიმე წუთით გაითიშა. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ხარვეზი იყო, მათ შესაბამის სამსახურს შეატყობინეს და ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 3 წუთში აღდგა.
„ენერგო-პრო ჯორჯიას" თქმით, ტექნიკურმა სამსახურმა ოპერატიულად იმოქმედა და ავარიის ლიკვიდაცია დაახლოებით 10 წუთში მოახერხა.