Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი კობახიძე: დაგვაკლდა ცოტა, რომ პირველ ტურში გაგვემარჯვებინა

28 ოქტომბერი, 2018 23:52

„დაგვაკლდა ცოტა, რომ პირველ ტურში გაგვემარჯვებინა. შესაბამისად დღევანდელი სურათია ასეთია, რომ საჭიროა მეორე ტური“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა. 

ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიაში ამას არ გამორიცხავდნენ. ახლა კი დარწმუნებულები არიან, რომ მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებენ. მისი შეფასებით, ცესკოს და ეგზიტპოლების მონაცემები ერთმანეთს არ დაემთხვა.

ქუთაისის ოლქში დათვლილი 10 უბნიდან, ათივეს გრიგოლ ვაშაძე იგებს

„რაც შეეხება დღევანდელ სურათს, მოცემულობა გვაქვს ასეთი, რომ ცესკოს მონაცემები აცდენილია ორივე ეგზიტპოლს. ამას შეიძლება ჰქონდეს თავისი მიზეზები. ჩვენ რა თქმა უნდა, ამას ჩავეძიებით. სურათი მდგომარეობს ალბათ იმაში, რომ ეგზიტპოლზე პასუხს არ სცემდა ამომრჩეველთა 44% და ეს უნდა იყოს მიზეზი, რომ აცდენა არის“,- აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

ცესკომ უბნებიდან მიღებული შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა 20 საათზე შეწყდა. ამჟამად ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების დათვლის პროცესშია. ცესკოს ინფორმაციით, 20:00 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა 1 637 956 მოქალაქემ მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 46,74%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა იყო ქედაში - 64,74%; ყველაზე დაბალი მარნეულში - 36,47%. თბილისსში საღამოს 8 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 45,4%-ია. 

ცესკო: 20:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა 46,74%-ია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^