Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბექა ნაცვლიშვილი: „ფსიქოპროექტის“ ადგილზე სახელს გადავირქმევდი და სხვა საქმეს მივხედავდი

29 ოქტომბერი, 2018 12:53

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი  ბექა ნაცვლიშვილმა  საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მხრიდან არ იყო ომახიანი, რამაც ამომრჩეველზე იმოქმედა. 

 „წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მხრიდან იყო სკეპტიკური დამოკიდებულება, რომ შესაძლებელი იქნებოდა მეორე ტური. ეს არ არის „ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვება, ეს არის „ქართული ოცნების” შეცდომების ასახვა ხალხის განწყობებზე. 

„ასეა, შეიძლება ერთმა გუნდმა ითამაშოს ისე, როგორც თამაშობდა, მეორემ ცუდად და დამარცხდეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირველმა ითამაშა კარგად. ​სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ცალყბად გადავწყვიტეთ თავიდან. ეს არ იყოს ხმამაღალი  განცხადებებით, ომახიანი განწყობით, ამან ამომრჩეველზე სერიოზულად იმოქმედა. ამ ე.წ დამარცხებაში სალომე ზურაბიშვილს არანაირი წვლილი არ მიუძღვის, ეს არის მმართველი გუნდის ბრალეულობა, ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი ისე, როგორ უნდა დაგვეჭირა”, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა. 

ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ  დაკვეთილ  ეგზიტპოლების შედეგებზეც ისაუბრა, რომელიც „ფსიქოპროექტმა“ ჩაატარა. მისი თქმით,  ის მათ ადგილას ორგანიზაციას სახელს გადაარქმევდა და სხვა საქმეს მიხედავდა. 

„როცა ამხელა ცდომილებაა,  „ფსიქოპროექტის“  ადგილზე სახელს გადავირქმევდი და სხვა საქმეს მივხედავდი“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^